ფინანსური და ეკონომიკური წიგნიერების საკითხების ეროვნულ სასწავლო გეგმაში ინტეგრაციის შემდეგ, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, გერმანული შემნახველი ბანკების ფონდის (SBFIC) მხარდაჭერითა და სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის ჩართულობით, სამოქალაქო განათლების მე-7 კლასის პედაგოგებისათვის, დამხმარე სასწავლო მასალა შეიმუშავა.
საბაზო საფეხურისთვის განკუთვნილი ფინანსური და ეკონომიკური წიგნიერების საკითხები, ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით საგანში "მოქალაქეობა" გაერთიანდა. ამავე გეგმის მიხედვით, სწავლება 2019-2020 წელს პირველად მე-7 კლასში დაიწყო და მომდევნო წლებში ეტაპობრივად, საბაზო საფეხურის მაღალ კლასებშიც გაგრძელდება. აღნიშნული დამხმარე მასალა სწორედ "მოქალაქეობის" წლიურ პროგრამაზე დაყრდნობით შემუშავდა და პედაგოგთა მხარდაჭერას ისახავს მიზნად.
დამხმარე სასწავლო მასალა მე-7 კლასის წლიურ პროგრამაში მოცემულ ყველა ეკონომიკურ-ფინანსურ საკითხს ფარავს. ეს საკითხებია:
სასწავლო მასალას თან ერთვის საკლასო აქტივობებისა და სავარჯიშოებისთვის განკუთვნილი სამუშაო ფურცლები და დეტალური ინსტრუქციები მასწავლებლებისთვის. მასალა არა მხოლოდ თეორიული ცოდნის გაღრმავებაზე/გამდიდრებაზეა ორიენტირებული, არამედ ასევე გაკვეთილის დასაგეგმად და ჩასატარებლად ბევრ პრაქტიკულ რჩევასა და აქტივობას მოიცავს.