
საქართველოს ეროვნული ბანკის ინიციატივით, საქართველოს ფინანსური სექტორი საერთაშორისო ტრადიციას შეუერთდა და წელს პირველად, კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების კამპანია წამოიწყო. საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, ეროვნული ბანკმა, საგანმანათლებლო ბროშურების სერია შეიმუშავა. საინფორმაციო ტექოლოგიების დეპარტამენტის ჩართულობით, მომზადდა რეკომენდაციები ინტერნეტში უსაფრთხო ბრაუზინგის შესახებ. ბროშურების მიზანია, ყურადღება გაამახვილოს ინტერნეტსივრცეში არსებულ კიბერრისკებზე და მისცეს მომხმარებლებს სასარგებლო რეკომენდაციები კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებით.
სარისკო ქცევები, რომლებიც არ უნდა დავუშვათ, როგორ შევამოწმოთ, კომპრომეტირებულია თუ არა ჩვენი ელ.ფოსტა, როგორ შევქმნათ მაქსიმალურად დაცული პაროლი - ამ და სხვა მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხს გთავაზობთ ბროშურა "პაროლების ფსიქოლოგია: ონლაინქცევა, რომელიც საფრთხეს გვიქმნის". ბროშურის ონლაინ ვერსია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვისაა ხელმისაწვდომი.