საოპერაციო საათები და ტარიფები

     

    საოპერაციო საათები

    • 09:00 დღის გახსნა
    • 09:30 საოპერაციო დღის გახსნა
    • 18:00 პირველი შეზღუდვა

    - იზღუდება კლიენტის ინდივიდუალური/პაკეტური გადარიცხვები

     

    • 18:45 მეორე შეზღუდვა

    - იზღუდება ბანკთაშორისი გადარიცხვები

     

    • 18:55 მესამე შეზღუდვა

    - უქმდება რიგში მდგომი გადარიცხვები

     

    • 19:00 დღის დახურვა

     

    სისტემა არ მუშაობს შაბათს, კვირას და სახელმწიფოს მიერ დაწესებულ უქმე დღეებში.


    ეროვნული ბანკის მიერ უქმე დღის საბანკო დღედ გამოცხადების შესახებ ინფორმაცია.
    03 მაისი, 2024 წ.
    11 აპრილი, 2026 წ.

    მომსახურების ტარიფები

    ფასების პოლიტიკას განსაზღვრავს საქართველოს ეროვნული ბანკი.


    დღის განრიგი და მომსახურების საკომისიოები რამდენჯერმე შეიცვალა სისტემის მუშაობის განმავლობაში. ცვლილების მიზანი იყო არა მხოლოდ საოპერაციო საათების გახანგრძლივება, არამედ საოპერაციო დროის ინტერვალში გადარიცხვების რაოდენობის თანაბარი გადანაწილების მიღწევა.


    საკომისიოების დაანგარიშება ხდება ყოველდღიურად, სისტემის მონაცემთა ბაზაში აღრიცხულ ტრანზაქციებზე დაყრდნობით, რომელიც ეროვნული ბანკის მიერ მონაწილის ანგარიშსწორების ანგარიშიდან ჩამოიჭრება მეორე სამუშაო დღის საოპერაციო საათების განმავლობაში.

     


    ტარიფები


    09:00 - 17:45
     

    • კლიენტის ინდივიდუალური გადარიცხვები - 0.2₾
    • დავალებათა პაკეტი - 0.2₾
    • ცალკეული გადარიცხვა - 0.1₾

     

    17:45 - 19:00
     

    • კლიენტის ინდივიდუალური გადარიცხვები - 0.5₾
    • დავალებათა პაკეტი - 2₾
    • ცალკეული გადარიცხვა - 0.2₾
    • გაუქმებული დავალება - 0.2₾
    • მონაწილეებს შორის გადარიცხვა - 0.2₾

     

    მომხმარებლის ტარიფები

     

    საქართველოს ეროვნული ბანკი წარმოადგენს საქართველოს ავტომატიზებული გადარიცხვებისა და ელექტრონული ანგარიშსწორების (დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორებისა (RTGS) და კლირინგის) სისტემის ოპერატორს, რომლის  ფუნქციებში შედის სისტემის წესების შემუშავება, სისტემაზე წვდომის უზრუნველყოფა, მისი გამართული ფუნქციონირების მხარდაჭერა და სხვა. სწორედ აღნიშნული სისტემით ხორციელდება ბანკებს, მიკრობანკებს და საგადახდო მომსახურების პროვაიდერებს შორის ლარით და უცხოური ვალუტით (აშშ დოლარი და ევრო) გადარიცხვები, ასევე გადარიცხვები ლარში ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურში და პირიქით.

    სისტემით მომსახურებისთვის სისტემის მონაწილეებისთვის დადგენილია მომსახურების ტარიფები, რომელიც კვირის სამუშაო დღეებში, 9:00 საათიდან 17:45 საათამდე შუალედში შეადგენს 10 თეთრიდან 20 თეთრამდე.

    2022 წლის ნოემბერს ლარში, ხოლო 2026 წლის ოქტომბერს უცხოურ ვალუტაში, სისტემის წესებში განხორციელდა ცვლილებები, რომლითაც დადგინდა მომხმარებლებისთვის დასადგენი მომსახურების საკომისიოს ზედა ზღვრები მომხმარებლის ტიპის (ფიზიკური პირი, იურიდიული პირი, საგადახდო მომსახურების პროვაიდერი) და თანხის სიდიდიდან გამომდინარე იმ გადარიცხვებისთვის, რომლებიც RTGS სისტემის საშუალებით განხორციელდება:



    გადარიცხვის ვალუტა - ლარი

    გადარიცხვის თანხა
    ტარიფი 
    (ფიზიკური პირი)
    ტარიფი
    (იურიდიული პირი)
                 ტარიფი              
    (სისტემის არაპირდაპირი მონაწილე
    )

    10 000 ლარამდე

    2 ლარი

    5 ლარი

    სისტემის მომსახურების დადგენილ  ტარიფს + 0,05 ლარი

    10 000 ლარიდან 100 000 ლარამდე

     5 ლარი

    10 ლარი

    100 000 ლარი და ზევით

    50 ლარი

    100 ლარი

     


    გადარიცხვის ვალუტა - ევრო

    გადარიცხვის თანხა
    ტარიფი 
    (ფიზიკური პირი)
    ტარიფი
    (იურიდიული პირი)
                 ტარიფი              
    (სისტემის არაპირდაპირი მონაწილე
    )

    1000.01 ევრომდე

    5 ლარი 

    10 ლარი 

    სისტემის მომსახურების დადგენილ  ტარიფს + 2 ლარი

     

    1000.01 ევროდან 10 000.01 ევრომდე

    10 ლარი 

    15 ლარი 

    10 000.01 ევროდან 100 000.01 ევრომდე

    20 ლარი 

    30 ლარი 

    100 000.01 ევრო და ზევით

    100 ლარი 

    200 ლარი 

     



    გადარიცხვის ვალუტა - აშშ დოლარი


    გადარიცხვის თანხა
    ტარიფი 
    (ფიზიკური პირი)
    ტარიფი
    (იურიდიული პირი)
                 ტარიფი              
    (სისტემის არაპირდაპირი მონაწილე
    )
    1000.01 აშშ დოლარამდე

    5 ლარი 

    10 ლარი 

    სისტემის მომსახურების დადგენილ  ტარიფს + 2 ლარი

     

    1000.01 აშშ დოლარიდან 10 000.01 აშშ დოლარამდე

    10 ლარი 

    15 ლარი 

    1000.01 აშშ დოლარიდან 10 000.01 აშშ დოლარამდე

    20 ლარი 

    30 ლარი 

    100 000.01 აშშ დოლარიდან და ზევით

    100 ლარი 

    200 ლარი