რეგულირების ლაბორატორიის გზამკვლევი


    რეგულირების ლაბორატორია ეროვნული ბანკის მიერ ინოვაციური ფინანსური მომსახურების და პროდუქტის სატესტო გარემოში გამოსაცდელად შექმნილი ჩარჩოა.

     


    რეგულირების ლაბორატორიის მთვარი უპირატესობები

     

    • რეალურ გარემოში, რეალურ მომხმარებლებზე ტესტირების შესაძლებლობა;
    • მარეგულირებელთან მუდმივ რეჟიმში თანამშრომლობა და დაკვირვების ქვეშ ტესტირების შესაძლებლობა, პროდუქტის ან მომსახურების საბოლოო ვერსიაში ხარვეზებისა და დარღვევების პრევენციის მიზნით;
    • ახალი მარეგულირებელი მოთხოვნის განსაზღვრა ან არსებულის ცვლილება პრაქტიკაზე დაყრდნობით.

     
    რეგულირების ლაბორატორიაში მონაწილეობის კრიტერიუმები


    განმცხადებელი, ეროვნული ბანკის შეფასებით, უნდა იყენებდეს ადგილობრივი ბაზრისთვის ახალ ფინანსურ ტექნოლოგიას და მის მიერ წარმოდგენილი ფინანსური მომსახურება ან/და პროდუქტი უნდა აკმაყოფილებდეს ჩამოთვლილთაგან მინიმუმ ერთ-ერთ პირობას:

     

    • ზრდის ფინანსური მომსახურების ან/და პროდუქტების ხელმისაწვდომობას, ეფექტურობას, დაცულობასა ან/და ხარისხს;
    • აუმჯობესებს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული სუბიექტების რისკების მართვის ეფექტურობას;
    • მომხმარებლებს აძლევს მნიშვნელოვან დამატებით სარგებელს;
    • ემსახურება ფინანსური ჩართულობის გაზრდას.

     

    განმცხადებლის მიერ შეთავაზებული ფინანსური მომსახურება ან/და პროდუქტი უნდა საჭიროებდეს ეროვნული ბანკის თანხმობას ან/და წარმოშობდეს ეროვნული ბანკის შესაბამისი მარეგულირებელი ჩარჩოს ცვლილების ან ახალი მარეგულირებელი მოთხოვნების განსაზღვრის საჭიროებას;

     

    განმცხადებელს უნდა ჰქონდეს შეფასებული წარმოდგენილი ფინანსური მომსახურების ან/და პროდუქტის სარგებლიანობა, ფუნქციონირებადობა და დაკავშირებული რისკები.

     


    რეგულირების ლაბორატორიაში რეგისტრაცია

     

    განმცხადებელი ეროვნულ ბანკს მიმართავს მისი საქმიანობის ზედამხედველობის განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეულ(ებ)ის ან/და ოფიციალური მეილის მეშვეობით.

    განმცხადებელმა ეროვნულ ბანკს უნდა წარუდგინოს შევსებული განაცხადის ფორმა, რომელიც, მათ შორის, უნდა მოიცავდეს წარმოდგენილი ფინანსური მომსახურების ან/და დებულებით განსაზღვრულ კრიტერიუმებთან შესაბამისობის დასაბუთებას, და ასევე მიეთითოს რომელი წესი, ინსტრუქცია, დებულება, დადგენილება, მოთხოვნა ან/და მითითება უშლის ხელს განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი ფინანსური მომსახურების ან/და პროდუქტის დანერგვას.


    დასაბუთება, თუ როგორ აპირებს განმცხადებელი ინოვაციურ ფინანსურ მომსახურებასთან ან/და პროდუქტთან დაკავშირებული საქმიანობის წარმართვას, რომელიც, მათ შორის, უნდა მოიცავდეს:

     

    • მოსალოდნელი შედეგების აღწერას და მათი შეფასების ხარისხობრივ და რაოდენობრივ ინდიკატორებს;
    • სატესტო გარემოში ფინანსური მომსახურების ან/და პროდუქტის გამოსაცდელად საჭირო რესურსებზე ხელმისაწვდომობის დასაბუთებას;
    • საჭიროების შემთხვევაში ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების შეფასებას და მიტიგაციის ღონისძიებების აღწერას.


    სატესტო გარემოდან რეალურ გარემოში გადასვლის სტრატეგია.

    ინოვაციური ფინანსური მომსახურების ან/და პროდუქტის გამოყენების შეწყვეტის გეგმა.


    რეგულირების ლაბორატორიაში მონაწილეობის ეტაპები

     

    სამიზნე სენდბოქსები



     

    აღსანიშნი შედეგები

     

     

     

    კონტაქტი


     

    გამოგვიგზავნეთ თქვენი შეკითხვები ელექტრონულ ფოსტაზე: InnovationOffice@nbg.gov.ge