რეალურ გარემოში ტესტირება

    ამჟამად, რეგულირების ლაბორატორიის საბოლოო მესამე "რეალურ გარემოში ტესტირების" ეტაპზე იმყოფება და შეზღუდული რაოდენობის მომხმარებლებზე საქართველოს ეროვნული ბანკის დაკვირვების ქვეშ გადის ტესტირებას შემდეგი პროექტები:

     

     

    ორგანიზაცია
    პროექტის აღწერა
    შპს საკრედიტო საინფორმაციო ბიურო - პლატფორმა რანკო (ს/ნ 406337593)

    ციფრული პლატფორმა https://ranko.ge/, რომელიც ხელს უწყობს მომხმარებლებს, რომ მარტივად დაუკავშირდნენ საკრედიტო ორგანიზაციებს და მიიღონ საუკეთესო შეთავაზება მათთვის სასურველ საკრედიტო პროდუქტებზე.


    მომხმარებლისთვის საუკეთესო შეთავაზების მოძიების მიზნით, პლატფორმა რანკო, მომხმარებლის თანხმობის საფუძველზე, აგროვებს საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს და მომხმარებლის გადახდისუნარიანობის ანალიზისთვის საჭირო სხვა დამატებით მონაცემებს და უზიარებს პარტნიორ სესხის გამცემ ორგანიზაციებს.

    შპს “დიჯითალ პლატფორმ”  (საიდენტიფიკაციო ნომერი  405449625)

    „დიჯითალ პლატფორმა“ იძლევა შესაძლებლობას ფიზიკურ პირებს დისტანციურად შესთავაზოს ქართულ ბაზარზე ინოვაციური პროდუქტი - ვირტუალური აქტივით უზრუნველყოფილი სესხი.