MSME დაფინანსების შესახებ სქესის ნიშნით ანგარიშგება და გამჟღავნება

    მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების (Micro, Small and Medium Enterprises, MSME) დაფინანსების შესახებ სქესის მიხედვით ჩაშლილი მონაცემების ანგარიშგება და გამჟღავნება ხელს უწყობს ფინანსებზე ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული გამოწვევების გამოვლენას, ქალთა ფინანსური ჩართულობის ზრდასა და ეკონომიკურ გაძლიერებას. თანმიმდევრული, თავსებადი და შესადარისი მონაცემები ზრდის ბაზრის გამჭვირვალობას, ხელს უწყობს მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის შემუშავებასა და ინკლუზიური ფინანსური სექტორის განვითარებას.

    MSME დაფინანსების შესახებ სქესის მიხედვით ჩაშლილი მონაცემების ხელმისაწვდომობის გასაუმჯობესებლად და ქალი მეწარმეების ფინანსებზე ხელმისაწვდომობის მონიტორინგის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკებისა და მიკრობანკებისთვის სტანდარტიზებული ანგარიშგების ფორმა შეიმუშავა. ფორმა საქართველოს ეროვნული ბანკის პილარ 3-ის ფარგლებში ინფორმაციის გამჟღავნების წესს ეფუძნება და პილარ 3-ის კვარტალური ანგარიშგების ნაწილს წარმოადგენს. ფორმა საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება და ფინანსურ ინსტიტუტებს ქალი მეწარმეების საჭიროებების უკეთ გააზრებასა და მათზე მორგებული ფინანსური პროდუქტების შემუშავებაში ეხმარება.

    ანგარიშგება მოიცავს MSME დაფინანსების ძირითად მაჩვენებლებს სქესის მიხედვით, მათ შორის მომხმარებელთა რაოდენობას, სესხის განაცხადებსა და დამტკიცებებს, სესხების ნაშთს, სესხების ხარისხსა და სხვა შესაბამის მაჩვენებლებს. ანგარიშგება ეფუძნება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ ქალი მეწარმის განმარტებას.

    კომერციული ბანკებისა და მიკრობანკების მიერ შევსებული ანგარიშგების ფორმები ხელმისაწვდომია ქვემოთ.

    WMSME ანგარიშგების და გამჟღავნების შაბლონი