მონაწილეობის ტიპები და კრიტერიუმები
RTGS სისტემის მონაწილე შეიძლება იყოს:
RTGS სისტემაში დაშვებულია შემდეგი მონაწილეობის ტიპები:
პირდაპირი მონაწილე - მონაწილე, რომელსაც აქვს საგადახდო სისტემასთან პირდაპირი ტექნიკური ინტეგრაცია და სისტემაში საგადახდო შეტყობინებებს აგზავნის და იღებს შუამავლის გარეშე. ამ ტიპის მონაწილეს აქვს საკუთარი ანგარიშსწორების ანგარიში.
არაპირდაპირი მონაწილე ტიპი 1 - იურიდიული პირი, რომელიც სისტემაში ტექნიკურად არ არის დაშვებული, მაგრამ აღირიცხება სისტემაში ამ ტიპის მონაწილეთა რეესტრში. არაპირდაპირი მონაწილე ტიპი 1 სისტემაში გადახდებს ახორციელებს და ჩარიცხვებს იღებს პირდაპირი მონაწილის ან/და არაპირდაპირი მონაწილე ტიპი 2-ის მეშვეობით.
არაპირდაპირი მონაწილე ტიპი 2 - მონაწილე, რომელსაც აქვს საგადახდო სისტემასთან პირდაპირი ტექნიკური ინტეგრაცია და სისტემაში საგადახდო შეტყობინებებს აგზავნის და იღებს შუამავლის გარეშე. ამ ტიპის მონაწილეს არ აქვს საკუთარი ანგარიშსწორების ანგარიში. მისი ოპერაციების ანგარიშსწორება ხორციელდება სხვა პირდაპირი მონაწილის ანგარიშსწორების ანგარიშის საშუალებით.
თუ პრეტენდენტს სურს RTGS სისტემაში ჩართვა პირდაპირი მონაწილის ან არაპირდაპირი მონაწილე ტიპი 2 სტატუსით, ის ეროვნული ბანკის მიერ დაშვებული იქნება სისტემაში მონაწილეობისთვის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დააკმაყოფილებს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2026 წლის 24 აპრილის №96/04 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს ეროვნული ბანკის საგადახდო სისტემაში ჩართვის წესს“ და RTGS სისტემის წესებით განსაზღვრულ ყველა მოთხოვნას და ვალდებულებას.