GRAPE

    საქართველოს ეროვნული ბანკი რისკების შეფასების საერთო პროგრამის (ე.წ. GRAPE)  ფარგლებში აფასებს როგორც კომერციული ბანკების რისკებს, ასევე მათ შესაძლებლობებს მართონ აღნიშნული რისკები. 

     

    GRAPE-ის ფარგლებში შეფასება მოიცავს კომერციული ბანკების რისკების დონის შეფასებას შემდეგი კატეგორიების მიხედვით: საკრედიტო რისკი, ლიკვიდობის რისკი, საბაზრო რისკი, საოპერაციო რისკი, ბიზნეს მოდელი და მომგებიანობა, მაკროეკონომიკური გარემო, ჯგუფის სტრუქტურა და კორპორაციული მართვა.  

     

    შეფასების შედეგად, განისაზღვრება ინდივიდუალური ბანკების კაპიტალის მოთხოვნა პილარ 2-ის ფარგლებში (წმინდა GRAPE ბუფერი), საზედამხედველო ყურადღების დონე კომერციულ ბანკებთან და რისკებთან მიმართებაში და გამოვლენილი რისკებზე საპასუხო რეკომენდაციები კომერციულ ბანკებისათვის.