დეპოზიტების ეფექტური საპროცენტო განაკვეთი
დეპოზიტი მომხმარებლის მიერ ბანკში გარკვეული პერიოდით ან უვადოდ განთავსებული თანხაა, რომელსაც ერიცხება საპროცენტო სარგებელი. აღნიშნულ გვერდზე წარმოდგენილია საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებში არსებული ეფექტური საპროცენტო განაკვეთები სხვადასხვა ტიპის დეპოზიტისთვის. ეფექტური საპროცენტო განაკვეთი მოიცავს როგორც დეპოზიტზე დასარიცხ სარგებელს, ისე მასთან დაკავშირებულ ყველა აუცილებელ ხარჯს. ეფექტური საპროცენტო განაკვეთების შედარებით შეგიძლიათ აირჩიოთ ფულის დაზოგვის თქვენთვის საუკეთესო ალტერნატივა. დეპოზიტებსა და მასთან დაკავშირებული საპროცენტო განაკვეთების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ შემდეგ ბმულს.
⚠️ ვებგვერდზე წარმოდგენილი ინფორმაცია და პირობები ასახავს კომერციული ბანკების მიერ საქართველოს ეროვნული ბანკისთვის მიწოდებულ მონაცემებს, რომლებიც შესაძლოა ნებისმიერ დროს განახლდეს. შესაბამისად, ოპერაციის განხორციელებამდე, გთხოვთ, თქვენთვის სასურველ კომერციულ ბანკთან გადაამოწმოთ მოქმედი ვალუტის გაცვლითი კურსი და შესაბამისი მომსახურების პირობები.