შეხვედრა მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან

2022 წლის 1 - ელი ნოემბრიდან არასაბანკო ფინანსურ ინსტიტუტებსა და სხვა დაინტერესებულ ორგანიზაციებს - მათ შორის, ფინტექ კომპანიებს - ღია ბანკინგში ჩართვის შესაძლებლობა ექნებათ. ეროვნული ბანკის ვიცე - პრეზიდენტმა, პაპუნა ლეჟავამ დღეს ამ თემაზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.