სავალუტო ბაზარზე საქმიანობის ახალი წესები ამოქმედდა

სავალუტო ბაზრის რეფორმის ფარგლებში, 1 - ლი ოქტომბრიდან სავალუტო ბაზარზე საქმიანობის ახალი წესები ამოქმედდა. ამ თემაზე ისაუბრეს დღეს "საქმიანი დილის" ეთერში ეროვნული ბანკის თანამშრომლებმა, გიორგი ლალიაშვილმა და თორნიკე რევიშვილმა. "საქართველო ერთ - ერთი პირველი განვითარებადი ქვეყანაა, რომელმაც გადაწყვიტა და დაიწყო სავალუტო ბაზარზე გლობალური ქცევის კოდექსის პრინციპების პრაქტიკაში დანერგვა. ამ წესების მთავარი პრინციპებია სამართლიანობა, გამჭვირვალობა და მომხმარებელთა უფლებების დაცვა", - განაცხადა ეროვნული ბანკის ფინანსური ბაზრების დეპარტამენტის უფროსმა, გიორგი ლალიაშვილმა. #სავალუტობაზრისრეფორმა #BMatch #NationalBankofGeorgia ✓ ჩვენი ვებგვერდი: https://www.NBG.ge ✓ გვიპოვნეთ სოციალურ მედიაში: Facebook - https://www.fb.com/NationalBankofGeorgia/ Instagram - https://www.instagram.com/nationalbankofgeorgia/ LinkedIn - https://www.linkedin.com/company/nationalbankofgeorgia/ ✓ ცხელი ხაზი: (+995 32) 2 406 406 ✓ ელ. ფოსტა: info@nbg.ge