ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, პაპუნა ლეჟავამ მიკრობანკების რეფორმის შესახებ ისაუბრა.
აღნიშნული რეფორმის მიზანი საფინანსო სექტორში საშუალო ზომის, სტაბილური ბიზნესმოდელისა და მაღალი რეპუტაციის მქონე ახალი ფინანსური ინსტიტუტის შექმნა, სამეწარმეო და სასოფლო - სამეურნეო საქმიანობის დაკრედიტების ხელშეწყობა, კონკურენციის ზრდა და საკრედიტო პროდუქტებზე საპროცენტო განაკვეთების შემცირებაა.