ნათია თურნავა: მოლოდინი გვაქვს, რომ ინფლაცია წლის მეორე ნახევარში, მიზნობრივ 3%-ზე დაბალი იქნება

ეროვნულმა ბანკმა აგვისტოს მონეტარული პოლიტიკის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც მოცემულია ინფლაციის პროგნოზი, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის საპროგნოზო ტრაექტორია, ასევე, დეტალურადაა აღწერილი ის ფაქტორები, რამაც მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის ბოლო გადაწყვეტილების მიღება განაპირობა.