მსოფლიო დაზოგვის დღე

მსოფლიო დაზოგვის დღის აღნიშვნა საქართველოში უკვე ტრადიციად იქცა. დაზოგვის დღისადმი მიძღვნილი მთავარი ღონისძიება 30 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნულ ბანკის საკასო ცენტრში გაიმართა, რომელიც ეროვნული ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი მელაშვილმა გახსნა. ღონისძიების ორგანიზატორები არიან საქართველოს ეროვნული ბანკი, გერმანული შემნახველი ბანკების ფონდი საერთაშორისო თანამშრომლობისთვის და 5 ქართული კომერციული ბანკი: საქართველოს ბანკი, თიბისი ბანკი, ლიბერთი ბანკი, ვითიბი ბანკი და ფინკა ბანკი.