ლაშა გზირიშვილი სტუმრად "საქმიან დილაში"
ფინანსური სექტორის მომხმარებელთა უფლებების დაცვა საქართველოს ეროვნული ბანკის ერთ - ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა. ამ კუთხით ეროვნული ბანკი, საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებასთან მიახლოების მიზნითა და არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, მუდმივად ხვეწს და აუმჯობესებს არსებულ პრაქტიკას. "რა გაკეთდა და რას ვგეგმავთ მომავალში მომხმარებელთა უფლებების დასაცავად?", - ამ თემაზე ისაუბრა ეროვნული ბანკის მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ფინანსური განათლების დეპარტამენტის უფროსმა, ლაშა გზირიშვილმა დღეს "საქმიანი დილის" ეთერში.
#მომხმარებელთაუფლებები #ფინანსურიგანათლება