კობა გვენეტაძე ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებს შეხვდა

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ამერიკის სავაჭრო პალატის მიერ ორგანიზებულ მრგვალი მაგიდის დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა. შეხვედრაზე კობა გვენეტაძემ ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა და აშშ - ის სავაჭრო პალატის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს ბოლოდროინდელი მაკროეკონომიკური ტენდენციები და ეროვნული ბანკის მიერ გატარებული რეფორმები გააცნო.