განახლებულმა ლარმა საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

2016 წლის 15 მარტს, ბუქარესტში HSP Europe™ - ის კონფერენციაზე ორგანიზებულ დაჯილდოების ცერემონიალზე ევროპისა და დსთ - ს ქვეყნების მასშტაბით საუკეთესო რეგიონალური ბანკნოტის ნომინაციაში "2016 წლის საუკეთესო რეგიონალური ბანკნოტი" ლარის განახლებული ბანკნოტების სერიამ (20, 50 და 100 ლარის ნომინალის ბანკნოტები) გაიმარჯვა.