ეთიკის კოდექსისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესის ცვლილებების პრეზენტაცია
ეროვნულმა ბანკმა ფინანსური ორგანიზაციების მიერ კრედიტის ამოღებასთან დაკავშირებული ეთიკის კოდექსი და მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესის ცვლილებები დაამტკიცა.
დოკუმენტები ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა საქართველოს პარლამენტის წევრებს, საერთაშორისო და საფინანსო ორგანიზაციების, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებსა და ექსპერტებს დღეს Rooms Hotel Tbilisi - ში წარუდგინა. იქვე გაიმართა დოკუმენტების ხელმოწერის ცერემონიაც.