საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე პროკრედიტ ბანკის სათაო ოფისს ეწვია და ადგილზე გაეცნო ელექტრონული ხელმოწერის პროექტის მიმდინარეობას. პროკრედიტ ბანკი პირველი კომერციული ბანკია საქართველოში, რომელიც ეროვნული ბანკის ამ ინიციატივას საწყისი ეტაპიდანვე შეუერთდა და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა აღნიშნული პროექტის განვითარებაში.