
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი
20 დეკემბერს, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, ეროვნული ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი მელაშვილმა და ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. მემორანდუმი მიზნად ისახავს საქართველოს (ისტორიული კოლხეთის), როგორც სამონეტო ცივილიზაციის ერთ-ერთი ადრეული კერის წარმოჩენას მსოფლიოს კულტურულ მემკვიდრეობაში.