ცვლილებების პროექტი ღია ბანკინგის ჩართვის წესში

ცვლილებების პროექტი ღია ბანკინგის ჩართვის წესში

15 თებერვალი, 2024

საქართველოს ეროვნული ბანკი ღია ბანკინგის წესში შესატანი ცვლილებების პროექტს აქვეყნებს.


"ღია ბანკინგში ჩართვის წესის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 3 მაისის №80/04 ბრძანებაში შეტანილი ცვლილების საფუძველზე მიკრობანკები, კომერციული ბანკების მსგავსად, გახდებიან ღია ბანკინგის მონაწილეები და მათზე გავრცელდება აღნიშნული ბრძანებით გათვალისწინებული უფლებები და ვალდებულებები.


ამასთან, ბრძანებით დამტკიცებული წესით გათვალისწინებული სუბიექტისთვის პროცესის გამარტივების და გამჭირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, წესში ემატება ის მინიმალური კრიტერიუმები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს სუბიექტის მიერ საქართველოს ეროვნულ ბანკში წარდგენილი საბანკო გარანტია.


ცვლილებების პროექტი ხელმისაწვდომია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე


ეროვნული ბანკი გამოთქვამს მზადყოფნას დაინტერესებული მხარეებისგან მიიღოს მოსაზრებები და კომენტარები 2024 წლის 7 მარტამდე, ელ.ფოსტის შემდეგ მისამართზე - OB@nbg.gov.ge.

სხვა სიახლეები