
The Banker-ის ევროპის რედაქტორმა გიორგი ქადაგიძეს ევროპის საუკეთესო ცენტრალური ბანკირის ჯილდო გადასცა
13 მაისს, EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრისა და ბიზნესფორუმის ფარგლებში, მსოფლიოს წამყვანი ბრიტანული ფინანსური ჟურნალის The Banker-ის ევროპის რედაქტორმა სტეფანი ლინჰარტიმ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ევროპის საუკეთესო ცენტრალური ბანკირის ჯილდო გადასცა.
რა თქმა უნდა, საქართველოს მოქალაქეებს დღეს უამრავი სოციალური პრობლემა აქვთ. ისინი ჩვენგან ნომინაციებში გამარჯვებისა და მილოცვების მიღების ნაცვლად პრობლემების მოგვარებას ითხოვენ. თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ პრობლემების გადაჭრის გასაღები სწორედ ძლიერ ინსტიტუტებშია, სადაც ქვეყნის და მისი მოქალაქეებისათვის სასიკეთო გადაწყვეტილებებს პასუხისმგებლობით აღსავსე მოხელეები იღებენ. მე ამაყი ვარ, რომ ეროვნულ ბანკში სწორედ ასეთი გუნდი მუშაობს. კიდევ ერთხელ გილოცავთ თქვენი შრომის აღიარებას“, - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ.