
სუბირ ლალი - უახლოესი პერიოდის ძირითადი პრიორიტეტებია Covid-19-ის მოთოკვა, ეკონომიკის გაჯანსაღება და მაკროეკონომიკური პოლიტიკის დისციპლინის შენარჩუნება
"ქართველმა ხალხმა მედგრად გაიარა რთული და მართლაც უპრეცედენტო გლობალური კრიზისი და ამჟამად ჩვენ, საბედნიეროდ, გვირაბის ბოლოს სინათლეს ვხედავთ, თუმცა ჯერ ბოლომდე გვირაბიდან გასულები არ ვართ. ამას უდიდესი მოთმინება და გამბედაობა დასჭირდა, რასაც ყველა მივესალმებით", - ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის საქართველოს მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, სუბირ ლალიმ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მხარდაჭერილი "გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით" პროგრამის მერვე მიმოხილვის დასრულებასთან დაკავშირებით გამართული ვიდეოკონფერენციის დროს განაცხადა.