
შეხვედრა არასაბანკო საფინანსო სექტორის წარმომადგენლებთან
ეროვნული ბანკის
წარმომადგენლები დასავლეთ საქართველოში მოქმედ არასაბანკო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებს
შეხვდნენ. შეხვედრაზე,
რომელსაც
მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და საკრედიტო კავშირების გარდა, არარეგისტრირებული საფინანსო შუამავლებიც ესწრებოდნენ, ისაუბრეს
მოსალოდნელ საკანონმდებლო ცვლილებებსა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხებზე.