სავალუტო ფორვარდის ინდექსი

სავალუტო ფორვარდის ინდექსი

12 სექტემბერი, 2012
საქართველოს ეროვნული ბანკი სავალუტო ფორვარდის ინდექსის გამოქვეყნებას იწყებს. ინდექსის გამოთვლა ხდება კომერციული ბანკების მიერ, ბანკთაშორის ფორვარდულ ბაზარზე დადგენილი განაკვეთების საფუძველზე. ფიზიკური და იურიდიული პირები ფორვარდული კონტრაქტების დადებას ახორციელებენ იმ კომერციულ ბანკებთან, ვინც სთავაზობს აღნიშნულ მომსახურებას (დღეისათვის ათი კომერციული ბანკი). კონკრეტული კონტრაქტისათვის ფორვარდის ფასს განსაზღვრავს კომერციული ბანკი, ხოლო ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ინდექსი დაეხმარება მომხმარებელს წარმოდგენა ჰქონდეს ფორვარდის საბაზრო (საშუალო) ფასებზე.
 
სავალუტო ფორვარდული კონტრაქტი არის ფართოდ მოხმარებადი ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც გამოიყენება სავალუტო რისკების ჰეჯირებისათვის (დაზღვევისათვის). ფორვარდი იძლევა შესაძლებლობას, წინასწარ განსაზღვრული კურსით, დღეს დაიდოს სავალუტო გარიგება ხოლო შესაბამისი ანგარიშსწორება განხორციელდეს მომავალში. ფორვარდის ინდექსი წარმოადგენს ორი ვალუტის საპროცენტო განაკვეთებს შორის სხვაობას. ფორვარდი არ არის გაცვლითი კურსის პროგნოზი.

სავალუტო ფორვარდზე დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ეროვნული ბანკისა (ხშირად დასმული კითხვების რუბრიკაში) და კომერციული ბანკების ვებგვერდებზე.

სავალუტო ფორვარდის ინდექსი ყოველდღიურად განახლდება და მისი ნახვა შესაძლებელი იქნება ეროვნული ბანკის ოფიციალური საიტის მთავარ გვერდზე.

საქართველოს ეროვნული ბანკი
სხვა სიახლეები