
საფინანსო ბაზრის მონაწილეები, ეროვნულ ბანკთან ერთად, ხაზინების პროფესიულ ასოციაციას ქმნიან
საფინანსო ბაზრის განვითარებისათვის, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. კომერციული ბანკების და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სახაზინო სამსახურებმა ფინანსური ბაზრების ხაზინების პროფესიული ასოციაცია დააფუძნეს, რომლის მთავარი მიზანი მონაწილეთა პროფესიული ცოდნის გაღრმავება და სახაზინო ბაზრების შესაბამისი საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვა იქნება.
აღნიშნული კოდექსი სავალუტო ბაზარზე საერთაშორისო მასშტაბით ერთიან წესებსა და ქცევის პრინციპებს აწესებს. მისი მიზანია ბაზარი გახადოს უფრო გამჭვირვალე, ფინანსური ბაზრის მონაწილეებს შორის დაამყაროს სამართლიანი ქცევის ნორმები და ფინანსური ინსტიტუტების შიგნით ორგანიზაციული სტრუქტურის მიმართ განსაზღვროს ის მინიმალური მოთხოვნები, რომელიც მათ საქმიანობას საუკეთესო სტანდარტების შესაბამისად უზრუნველყოფს. სავალუტო კოდექსი ოფიციალურად 2017 წლის მაისში გამოქვეყნდა და იმავდროულად შეიქმნა გლობალური სავალუტო კომიტეტი, რომელიც აერთიანებს იმ ეროვნულ კომიტეტებს ან ასოციაციებს, რომელთაც საკუთარ ქვეყნებში სურთ კოდექსის დანერგვა. კომიტეტის წევრები არიან ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, ევროზონის ქვეყნები, იაპონია და კიდევ 10-მდე ქვეყანა. ახლადდაარსებული ასოციაციის პირველი მიზანი სწორედ ამ ჯგუფში გაწევრიანება იქნება.