საქართველოში პლასტიკური ბარათების რაოდენობამ მილიონ 694 ათას ერთეულს გადააჭარბა
14 სექტემბერი, 2007
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, საქართველოში უნაღდო ანგარიშსწორების ერთ-ერთი ინსტრუმენტის – პლასტიკური ბარათების რაოდენობამ, 2007 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით, მილიონ 694 ათას ერთეულს გადააჭარბა. ეს ციფრი მოიცავს ლოკალური სარგებლობის ბარათების რაოდენობასაც, რომელმაც საანალიზო პერიოდისთვის 233 ათასი შეადგინა. მიმდინარე წლის დასაწყისთან შედარებით პლასტიკური ბარათების რაოდენობამ 729 ათასით (76 პროცენტით) მოიმატა.
პლასტიკური ბარათების მეშვეობით, 2007 წლის იანვარ-აგვისტოში, ქვეყნის შიგნით 1 მილიარდ 446 მლნ ლარის მოცულობის 10 მლნ ოპერაცია განხორციელდა. მათ შორის, VISA პლასტიკური ბარათებით შესრულდა 1.17 მლრდ ლარის ოდენობის 8 მლნ ოპერაცია, EC/MC-ით (ევროქარდ-მასტერქარდი) – 212 მლნ ლარის მოცულობის 751 ათასი და G/C-ის (ჯეორჯიან ქარდის) და P/C -ის (სს „საქართველოს სახალხო ბანკის“ ლოკალური ბარათები) გამოყენებით – 66 მლნ ლარის მოცულობის 1 მლნ. 145 ათასი ოპერაცია.
საქართველოში ემიტირებული პლასტიკური ბარათებით ქვეყნის ფარგლებს გარეთ წარმოებულია 89 მლნ ლარის მოცულობის 175 ათასი ოპერაცია, მათ შორის, VISA პლასტიკური ბარათებით – 76 მლნ ლარის 159 ათასი ოპერაცია, EC/MC-ის მეშვეობით 13 მლნ ლარის ოდენობის 15 ათასი ოპერაცია.
მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში უცხოეთში გამოშვებული პლასტიკური ბარათებით საქართველოში განხორციელდა 148 მლნ ლარის მოცულობის 407 ათასი ოპერაცია. მათ შორის, VISA პლასტიკური ბარათებით შესრულებულია 98 მლნ ლარის 431 ათასი ოპერაცია, ხოლო EC/MC-ით წარმოებულია 47 მლნ ლარის 63 ათასი ოპერაცია.
მიმოქცევაში არსებული პლასტიკური ბარათები (2007 წლის აგვისტოს მონაცემებით)
№