
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულების აუქციონის შედეგი
2011 წლის 2 მარტს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 5 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 181-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. აუქციონში მონაწილეობა მიიღო შვიდმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ 19 000 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.450%–ით, მაქსიმალური 9.870%–ით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.612%–ით განისაზღვრა.