
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულების აუქციონის შედეგი
2011 წლის 1 ივნისს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 15 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 350-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. აუქციონში მონაწილეობა მიიღო ექვსმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ 23 400 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.330%–ით, მაქსიმალური 9.480%–ით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.437%–ით განისაზღვრა.