
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონის შედეგები
2009 წლის 13 ოქტომბერს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების N13 აუქციონზე გაიყიდა 10 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 3 კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ 27 000 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 4.910%–ით, მაქსიმალური 5.220%–ით, ხოლო საშუალო შეწონილი – 5.070 %–ით განისაზღვრა.