
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონის შედეგები
2009 წლის 21 ოქტომბერს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების N15 აუქციონზე გაიყიდა 15 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 3 კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ 41 000 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.500%–ით, მაქსიმალური 8.720%–ით, ხოლო საშუალო შეწონილი – 8.281 %–ით განისაზღვრა.