
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონის შედეგები
2009 წლის 11 ნოემბერს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების N19 აუქციონზე გაიყიდა 10 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 5 კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ 34 700 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 4.800%–ით, მაქსიმალური 4.910%–ით, ხოლო საშუალო შეწონილი – 4.893 %–ით განისაზღვრა.