
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონის შედეგები
2009 წლის 23 დეკემბერს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების N28 აუქციონზე გაიყიდა 10 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 6 კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ 39 300 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 4.000%–ით, მაქსიმალური 4.160%–ით, ხოლო საშუალო შეწონილი – 4.089 %–ით განისაზღვრა.