საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონის შედეგები
2010 წლის 3 თებერვალს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების N4 აუქციონზე გაიყიდა 15 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 168-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 3 კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ 15 000 000 ლარი შეადგინა. მინიმალური, მაქსიმალური და საშუალო შეწონილი 6.850 პროცენტით განისაზღვრა.