
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონის შედეგები
2010 წლის 2 მარტს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე გაიყიდა 15 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 168–დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 3 კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ 32 500 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 4.000%–ით, მაქსიმალური 5.250%–ით, ხოლო საშუალო შეწონილი 4.929%–ით განისაზღვრა.