
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონის შედეგები
2010 წლის 17 მარტს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე გაიყიდა 10 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182 – დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 5 კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ 27 600 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 4.000%–ით, მაქსიმალური 4.780%–ით, ხოლო საშუალო შეწონილი 4.618%–ით განისაზღვრა.