საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონის შედეგები
2010 წლის 28 აპრილს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე გაიყიდა 15 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 168-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 3 კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ 33 000 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 5.000%–ით, მაქსიმალური 6.450%–ით, ხოლო საშუალო შეწონილი 6.171%–ით განისაზღვრა.