
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგები
2010 წლის 10 თებერვალს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე გაიყიდა 10 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 4 კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ 26 000 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.370%–ით, მაქსიმალური 11.270%–ით, ხოლო საშუალო შეწონილი 10.212%–ით განისაზღვრა.
კუპონურმა განაკვეთმა 10.2% შეადგინა. კუპონის გადახდა ოთხჯერ, ყოველ ექვს თვეში მოხდება.