საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგი

11 ივლისი, 2012

2012 წლის 11 ივლისს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების  აუქციონზე  გაიყიდა  20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები.

აუქციონში  მონაწილეობა  მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა.  მოთხოვნამ შეადგინა 39 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი  6.740 პროცენტით, მაქსიმალური 6.970 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 6.894 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონურმა განაკვეთმა 6.8 პროცენტი შეადგინა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.

 

სხვა სიახლეები