
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგი
2012 წლის 19 სექტემბერს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 10 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ 25 000 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.190 პროცენტით, მაქსიმალური 8.340 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 8.248 პროცენტით განისაზღვრა.
კუპონის განაკვეთი შეადგენდა 8.5 პროცენტს. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.