საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგი

20 თებერვალი, 2013

2013 წლის 20 თებერვალს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე გაიყიდა 10 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 10-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ  27 500 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 10.450 პროცენტით, მაქსიმალური 10.470 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 10.455 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონურმა განაკვეთმა 10.4 პროცენტი შეადგინა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.

სხვა სიახლეები