საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგი

06 მარტი, 2013

2013 წლის 6 მარტს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების  აუქციონზე  გაიყიდა  20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო ექვსმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 44 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი  6.000 პროცენტით, მაქსიმალური 6.250 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 6.151 პროცენტით, განისაზღვრა.

კუპონურმა განაკვეთმა 6.1 პროცენტი შეადგინა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.

სხვა სიახლეები