საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგი

24 აპრილი, 2013

2013 წლის 24 აპრილს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე გაიყიდა 15 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 31 500 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 6.450 პროცენტით. მაქსიმალური 6.550 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 6.495 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონის განაკვეთი შეადგენდა 6.1 პროცენტს. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.

სხვა სიახლეები