საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგი

17 ივლისი, 2013

2013 წლის 17 ივლისს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 10 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ 14 700 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.500 პროცენტით, მაქსიმალური 8.000 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 7.910 პროცენტით განისაზღვრა. კუპონურმა განაკვეთმა 7.9 პროცენტი შეადგინა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.

სხვა სიახლეები