საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგი

15 იანვარი, 2014

2014 წლის 15 იანვარს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების  აუქციონზე 25 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში  მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ 31 150 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 5.800 პროცენტიტ, მაქსიმალური 6.300 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 6.188 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონურმა განაკვეთმა 6.1 პროცენტი შეადგინა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.

სხვა სიახლეები