საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის ახალი ინსტრუმენტის – სავალუტო აუქციონების ამოქმედება დაიწყო

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის ახალი ინსტრუმენტის – სავალუტო აუქციონების ამოქმედება დაიწყო

17 მარტი, 2009

გასული კვირიდან საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ახალი ინსტრუმენტი – სავალუტო აუქციონები აამოქმედა. აღნიშნული ინსტრუმენტი, რომელიც ფართოდ გამოიყენება განვითარებული ქვეყნის სავალუტო ინტერვენციებში, ეკონომიკის აშშ დოლარის ლიკვიდურობის ამაღლებას ემსახურება. ამ ინსტრუმენტის გამოყენებით, რომელიც უფრო თანამედროვე და მოქნილია, ვაჭრობა ჩატარდება კვირაში ორჯერ და იგი ნაწილობრივ ჩაანაცვლებს ბანკთაშორის სავალუტო ბირჟას. კვირის დარჩენილ დღეებში ჩვეულებრივ ჩატარდება ბანკთაშორისი სავალუტო ბირჟა. ამასთან, ახლად დანერგილი სისტემის მეშვეობით კომერციულ ბანკებს შესაძლებლობა აქვთ 24 საათის განმავლობაში ივაჭრონ უცხოური ვალუტით პირდაპირ ბანკთაშორის ბაზარზე.

ოფიციალური სავალუტო კურსი კვლავაც განისაზღვრება ბანკთაშორისი სავალუტო ბირჟის ვაჭრობის შედეგების მიხედვით.  

საქართველოს ეროვნული ბანკი აგრძელებს მუშაობას სხვა ახალი ინსტრუმენტების შემოღებასა და დანერგვაზე, რომლებიც ხელს შეუწყობენ ქვეყანაში ფულადი და სავალუტო ბაზრების განვითარებას.

სხვა სიახლეები