
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ევროპის ცენტრალური ბანკის ფორუმს უმასპინძლა
საერთაშორისო რეზერვების პორტფელის მართვის სისტემასთან დაკავშირებით, ევროპის ცენტრალურმა ბანკმა მომხმარებელთა ჯგუფის მორიგი შეხვედრა საქართველოში გამართა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მსგავსი ფორუმი ევროზონის ფარგლებს გარეთ იმართება. ფორუმის მიზანია რეზერვების მართვის საერთო სისტემის მქონე წევრ ცენტრალურ ბანკებს შორის თანამშრომლობისა და პარტნიორობის გაღრმავების ხელშეწყობა. ფორუმი წელიწადში ორჯერ იმართება და მისი ძირითადი წევრები არიან ევრო სისტემის ცენტრალური ბანკები, ხოლო ამ პროცესში საქართველო, რამდენიმე სხვა ქვეყანასთან ერთად დამკვირვებლის სტატუსითაა მოწვეული.