საქართველოს ეროვნული ბანკის უცხოური ვალუტის რეზერვებმა ახალ ზღვარს გადააჭარბა

საქართველოს ეროვნული ბანკის უცხოური ვალუტის რეზერვებმა ახალ ზღვარს გადააჭარბა

04 ივნისი, 2007
საქართველოს ეროვნული ბანკის უცხოური ვალუტის რეზევებმა ახალ ისტორიულ მაქსიმუმს გაადაჭარბა და 1 მილიარდ 114 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.   საერთაშორისო რეზერვების მატება ქვეყანაში შედეგია ეკონომიკური წინსვლის, საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების, სახელმწიფო ქონების პრივატიზებისა და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გატარებული სავალუტო პოლიტიკისა, რომლის  ერთ-ერთი პრიორიტეტია სწორედ საერთაშორისო რეზერვების აკუმულირება.   საგადასახდელო ბალანსის დეფიციტის სიდიდის მიუხედავად, ის იქნება ნაკლები საფრთხის შემცველი. ამასთან, საერთაშორისო რეზერვების ზრდა მნიშვნელოვანი მხარდამჭერი ფაქტორია ლარის სიმტკიცისა და სტაბილურობისათვის.   ცნობისათვის: 2006 წლის ბოლოს უცხოური ვალუტის რეზერვებმა 882 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ეს მაჩვენებელი 2005 წლის 31 დეკემბრის მონაცემს (478.6 მლნ აშშ დოლარს) თითქმის 2-ჯერ აღემატება. 2004 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, უცხოური ვალუტის რეზერვები 387 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა, 2003 წლის ანალოგიურ პერიოდში კი – მხოლოდ 196 მლნ აშშ დოლარს. 1995 წლის შემდეგ საქართველოს ეროვნულ ბანკს ყველაზე ნაკლები მოცულობის საერთაშორისო სავალუტო რეზერვი, დაახლოებით, 62 მლნ აშშ დოლარის ოდენობით, 1998 წლის 8 დეკემბერს ჰქონდა.    
სხვა სიახლეები