
საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრის წარმატებული პროექტით ყაზახეთის ცენტრალური ბანკი დაინტერესდა
16 აგვისტოს, საქართველოს ეროვნულ ბანკს ყაზახეთის ცენტრალური ბანკის დელეგაცია, ბანკის მმართველის მოადგილის დინა გალიევას ხელმძღვანელობით ეწვია. ვიზიტის მთავარი მიზანი საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრის მონახულება და ეროვნული ბანკის წარმატებული გამოცდილების გაზიარებაა.