
საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრის წარმატებულ მოდელს მოლდოვაშიც დანერგავენ
23-24 აპრილს, საქართველოს ეროვნულ ბანკს მოლდოვას ეროვნული ბანკის დელეგაცია, ბანკის ვიცე-პრეზიდენტის აურელიუ ცინცილეის ხელმძღვანელობით ეწვია.
ორი დღის განმავლობაში ეროვნული ბანკის საკასო ცენტრის წარმომადგენლები მოლდოველ კოლეგებს გაუზიარებენ გამოცდილებას საკასო ოპერაციების და უსაფრთხოების ნორმების, ასევე სხვა მნიშვნელოვანი ასპექტების შესახებ, რომელიც დაეხმარება მათ აღნიშნული პროექტის განხორციელებაში.